რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ გიორგი ლორიას მახაჩყალის "ანჟიში" გადასვლა გადაწყვეტილი იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე დღეს შეუერთდა ახალ გუნდს.
ლორია ბოლოს სამარის "კრილიაში" თამაშობდა. სამარის გუნდს ვადიმ სკრიპჩენკო თავკაცობდა, რომელიც ახლა "ანჟის" მწვრთნელია.
გიორგი ერთწლიანი იჯარით გადავიდა მახაჩყალის კლუბში, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში მე-15 ადგილზეა. "ანჟიში" კიდევ ერთი ქართველია - ჯაბა ლიპარტია.