ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ბარსელონაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 65+ ასაკის ქალთა შორის ნონა გაფრინდაშვილმა 9 შესაძლებლიდან 5,5 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაკავა. 4,5 ქულით მეორე ადგილზე ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი) გავიდა, მესამეზე კი ირინა კაბანოვა (რუსეთი) - 3 ქულით.
ვერცხლის მედალი დაისაკუთრა ამავე ასაკის მამაკაცთა ტურნირზე მოასპარეზე თამაზ გიორგაძემ - 7 ქულით. ქართველი დიდოსტატი ნახევარი ქულით ჩამორჩა ნილს-გუსტაფ რემანს (შვედეთი). მესამე ადგილი 6,5 ქულით ევგენი ვასიუკოვმა (რუსეთი) დაიკავა.
gcf.org.ge