პსჟ-ს ახალწვეულმა ნეიმარმა “ტულუზასთან” მოგებული მატჩის (6:2) შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პსჟ მისთვის სახლივითაა.
“პარკ დე ფრანსზე” სასწაული ატმესფეროა. გულშემატკივრების და ჩემი თანაგუნდელების მხარდაჭერით ძალიან გახარებული ვარ. პსჟ-ში ბედნიერი ვარ, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მინდა ადაპტაცია მალე გავიარო და უკეთეს ფორმაში შევიდე”- განაცხადა ნეიმარმა.
ნეიმარმა “ტულუზასთან” მოგებულ მატჩში ორი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ნეიმარი რამდენიმე კვირის წინ “ბარსელონადან” 222 მილიონ ევროდ შეიძინა.