ფეხბურთი

11:47 | 21.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: ლუკა ხარშილაძე საუკეთესო მეკარეა, ზურაბ დავითაშვილი - ბომბარდირი

როგორც იცით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა კიევში მოიგო რვაგუნდიანი ტურნირი - წარსულში ცნობილი მეკარის, ვიქტორ ბანიკოვის ხსოვნის თასი. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილებმა ჯგუფში სამივე მატჩში იმარჯვეს და ფინალშიც ისრაელს დამაჯერებლად, 4:1 სძლიეს.

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ზურაბ დავითაშვილი (თბილისის "დინამო"), რომელმაც 5 გოლი გაიტანა და აქედან ორი ფინალში მიითვალა.

საუკეთესო მეკარედ კი ლუკა ხარშილაძე (თბილისის "დინამო") დაასახელეს.

ნემსაძის გაწვრთნილებს 24-30 ოქტომბერს ელით პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. ჯგუფში იტალია, მონტენეგრო და ლატვია ეყოლებათ. ჯგუფის მატჩები საქართველოში გაიმართება.

0.117196