თბილისის "ლოკომოტივმა" სამტრედიაში 2:1 მოუგო ფოთის "კოლხეთს". თავისი გაიტანა ირაკლი სიხარულიძემ, რომელსაც 18 გოლი აქვს მიმდინარე ჩემპიონატში და საუკეთესო მეგოლეა. კარგი მატჩი ჩაატარა მამია გავაშელიშვილმა და გადამწყვეტი გოლი სწორედ მან მიითვალა. მამიას 9 ბურთი აქვს აქტივში.
გოლების გარდა, "ლოკომ" ხარიხასაც არაერთხელ მოარტყა ბურთი: გეგა დიასამიძემ, დავით უბილავამ და ვატო არველაძემ. თბილისელთა გამარჯვება ლოგიკური იყო, "კოლხეთს" კი ძალიან გაუჭირდება - სენეგალელი დაფიც ირანის კლუბში გადავიდა და სეზონის პირველ ნახევართან შედარებით, გუნდი დასუსტდა.
ეროვნული ლიგა. 23-ე ტური
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
კოლხეთი (ფოთი) - ლოკომოტივი (თბილისი) 1:2 (1:1)
კოლხეთი: სეფიაშვილი, გ.კილასონია, გოგონაია, ნონი, ვ.კილასონია, ოტიენო, კერძევაძე, კაკულია (ჟიშკარიანი 46), ბოლქვაძე (ჯანელიძე 67), დერებჩინსკი, ბახია (ბუხაიძე 77)
მწვრთნელი: გელა სანაია
ლოკომოტივი: თევდორაძე, ჩიტეიშვილი, რეხვიაშვილი, მ.კობახიძე, უბილავა, სამურკასოვი, დიასამიძე (ჭანტურია 76), არველაძე (გოროზია 58), ქავთარაძე, კიკაბიძე (გავაშელიშვილი 46), სიხარულიძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გოლები: 0:1 სიხარულიძე (20), 1:1 დერებჩინსკი (38), 1:2 გავაშელიშვილი (50)
გაფრთხილება: ოტიენო - ჩიტეიშვილი
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი