ბაქოს "ნეფთჩის", დიდი ალბათობით, მწვრთნელი შეეცვლება. უმაღლესი ლიგის დებიუტანტ "საბაილთან" 0:1 წაგების მერე, ბაქოელთა თავკაც აბდულაევს სკამი შეერყა, მის შესაძლო შემცვლელებს შორის კი ქართველებსაც ასახელებენ: კახა ცხადაძესა და ზაურ სვანაძეს.
ცხადაძე, როგორც იცით, ამჟამად თავისუფალია: ბოლოს ალმათის "ქაირათში" მუშაობდა. რაც შეეხება სვანაძეს, ის ბაქოს "ინტერს" თავკაცობს და კლუბის ფინანსური კრიზისის ფონზე, კარგადაც უძღვება საქმეს. "ნეფთჩი" კი "ინტერზე" ბევრად მაღლა დგას ფინანსური თვალსაზრისით.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация