ფეხბურთი

20:30 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი და პსჟ შეთანხმდნენ

ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” და იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი ახალ კონტრაქტს გააფორმებენ. Le Parisien-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ახლო მომავალში აღნიშნული ცნობა ოფიციალურად დადასტურდება.

განახლებული ხელშეკრულების თანახმად, იტალიელი ნახევარმცველი გასამრჯელოს სახით თვეში 1 მილიონ ევროს მიიღებს. ვერატის პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

აქვე გეტყვით, რომ მარკო ვერატი “პარი სენ ჟერმენს” 2012 წელს იტალიური “პესკარადან” შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მიიჩნევა.

0.125661