ტურინის "იუვენტუსს" მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის, რენატუ სანშეშის გადაბირება სურს. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით "ბებერი ქალბატონი" მზადაა, გერმანელებთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
გამომდინარე იქიდან, რომ რენატუ "ბაიერნში' სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის, მას გუნდის დატოვება უნდა.
სანშეშის გარდა, "ბიანკონერi" კიდევ ერთი პორტუგალიელით, "ბარსელონას" ნახევარმცველ ანდრე გომეშით არის დაინტერესებული.
აღსანიშნავია, ისიც, რომ "ბაიერნს" რენატუს გაყიდვა არ სურს და მხოლოდ მის იჯარით გაშვებაზე ისაუბრებს.