თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” გამოცდილი 27 წლის უკანახაზელი ჯეისონ გრეინჯერი დაიმატა. კლუბმა ჯეისონთან კონტრატქი 2020-წლამდე გააფორმა.
გრეინჯერი “ესტუდიანტესში”, “უნიკახაში” და ბოლოს “ანადოლუ ეფესში” თამაშობდა. განვლილ სეზონში უკანახაზელი ევროლიგის ერთ შეხვედრაში საშუალოდ 9.7 ქულას, 3.9 პასს და 2.9 მოხსნას აკეთებდა.