მადრიდის “რეალის” თავკაცი ზინედინ ზიდანი “სამეფო კლუბში” ისტორიის წერას განაგრძობს - ესპანეთის სუპერთასის მოგებით ფრანგმა სპეციალისტმა მადრიდელთა მწვრთნელის რანგში მეშვიდე ტიტული მიითვალა.
ამ მაჩვენებლით ზიდანი გაუთანაბრდა ვისენტე დელ ბოსკეს, რომელიც “რეალს” 1994, 1996 და 1999-2003 წლებში ედგა სათავეში.
მათზე მეტი მიღწევები აქვთ: ლუის მოლოვნის (1974, 1977-79, 1982, 1985-86) – 8 ტიტული და მიგელ მუნიოსს (1959-1974) - 14 ტიტული.
ზინედინ ზიდანი “რეალს” 2016 წლიდან წვრთნის და ამ დროის განმავლობაში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ უეფას სუპერთასი, თითოჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.