შვეიცარიის ნაკრების ნახევარმცველი ვალონ ბეჰრამი იტალიის სერია A-ს დაუბრუნდა. 32 წლის ფეხბურთელი ამიერიდან “უდინეზეს” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ფრიულელთა გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
ბეჰრამიმ ახალ გუნდთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელი აქამდე “უოტფორდის” რიგებში თამაშობდა, ხოლო ამ ორ გუნდს ერთი მფლობელი ჰყავს – ბეპე პოცო.
ვალონ ბეჰრამისთვის იტალია ერთობ ნაცნობი ადგილია: სხვადასხვა დროს “ჯენოას”, “ვერონას”, “ლაციოს”, “ფიორენტინასა” და “ნაპოლის” შემადგენლობაში თამაშობდა.