ისლანდიის ნაკრების ლიდერი გილფი სიგურდსონი კარიერას “ევერტონში” განაგრძობს. მერსისაიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
“ევერტონმა” ისლანდიელ ფეხბურთელში “სუონსის” 45 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა და ამ მხრივ, საკუთარი რეკორდი დაამყარა.
27 წლის შემტევი ნახევარმცველი “სუონსიში” 2014 წელს “ტოტენჰემიდან” 9 მილიონ გირვანქა სტერლინგად გადავიდა. მან ამ დროის განმალობაში “გედების” მაისური 128-ჯერ მოირგო და 37 გოლი გაიტანა.