“მილანის” ხელმძღვანელობა მორიგი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. ამჯერად მიზანში “ბაიერნის” ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალია.
იტალიური გამოცემების ცნობით, “როსონერიმ” გერმანულ კლუბს უკვე მიმართა ვიდალთან დაკავშირებით. კონკრეტული თანხა, რომლის გადახდასაც “შავ-წითლები” გეგმავენ, არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ იტალიური კლუბი მოთამაშეს ხელფასს ორჯერ გაუზრდის. ამჟამად ვიდალი წელიწადში 7,8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ჩილელი ნახევარმცველით მილანის “ინტერიც” არის დაინტერესებული.
გასულ სეზონში არტურომ 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა ბუნდესლიგის 27 მატჩში.