ლონდონის “ჩელსი” დიეგო კოშტას შემცვლელს ეძებს და “ტორინოს” ახალგაზრდა თავდამსხმელით, ანდრეა ბელოტით დაინტერესდა.
გავრცელებული ინფორმაციით, “არისტოკრატები” გეგმავენ “ხარებს” წინადადებით მიმართონ 23 წლის იტალიელთან დაკავშირებით – იტყობინება Daily Star-ი.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ბელოტით არაერთი კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა “ტორინოს” პრეზიდენტს ურბანო კიაროს სურს, რომ მოთამაშე 100 მილიონ ევროდ გაყიდოს.
გასულ სეზონში ბელოტიმ სერია A-ს 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 26 გოლი გაიტანა.