სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

11:11 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა ცინცინატის მასტერსი მოგებით დაიწყო

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცინცინატის ტურნირზე ხორვატი ბორნა ჩორიჩი 6:3, 7:6 დაამარცხა, შეხვედრა საათსა და 53 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში, 4:3 ბასილაშვილის სასარგებლოდ, ნიკოლოზი ბრეიკს აკეთებს და სეტებში 1:0 დაწინაურდა. მეორე პარტიაში ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ, სადაც ჩორიჩი 4:2-ს იგებდა, თუმცა ნიკამ საბოლოოდ 7:5 მოიგო.

ურთიერთშეხვედრებში ბასილაშვილი ჩორიჩს 2:0-ს უგებს.

ცინცინატის მასტერსის 1/16-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 240-ე ნომერი კრისტიან ჰარისონი იქნება. შეხვედრა 16 აგვისტოს, 23:30 საათზეა დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.107725