კალათბურთი

20:20 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გავიდა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კოსოვოს ნაკრები 77:48 გაანადგურა და მეორე ადგილი გაინაღდა.

დუმარცხებელ დიდ ბრიტანეთს დღეს ერთ-ერთ აუტსაიდერ პორტუგალიასთან ელის მატჩი და დიდი ალბათობით გაიმარჯვებს კიდეც. შესბამისად, მეორე ადგილზე დარჩენილი ჩვენი ნაკრები მეოთხედფინალში სავარაუდოდ ჩეხეთს შეხვდება, რომლიც D ჯგუფის ბოლო მატჩს ირლანდიას ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილს დიკავებს.

კოსოვოსთან მატჩში ირაკლი სულხნიშვილი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. 20 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა რატი ანდრონკავილს, ვოვა თავაქრაშვილის ანგარშზე კი 18 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 17 აგვისტოს გამართავს. ჩვენი მეტოქე მოგვიანებით გირკვევა.

საქართველო - კოსოვო 77:48 (სტატისტიკა)

www.gbf.ge

0.123605