ფეხბურთი

19:51 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი, მესი და რონალდუ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ (+VIDEO)

ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, "ბარსელონას" შემტევი ლიონელ მესი და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ევროპის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძოლებენ. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. საუკეთესო ფეხბურთელს უეფა ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის კენჭისყრაზე, 24 აგვისტოს, მონაკოში გამოავლენს.

აღნიშნული ფეხბურთელები ევროტურნირებზე 2016/17 წლების სეზონის მონაწილე 80-მა მწვრთნელმა და ევროპის სპორტული მედიის 5-მა წარმომადგენელმა შეარჩია. მანამდე 10-კაციან სიაში იყვნენ ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი, სერხიო რამოსი (სამივე "რეალი"), პაულო დიბალა ("იუვენტუსი"), კილიან მბაპე ("მონაკო"), რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("მანჩესტერ იუნაიტედი").

იტალიელმა მეკარემ გასულ სეზონში 43 შეხვედრა ჩაატარა და 32 გოლი გაუშვა. ბუფონმა იტალიის ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა.

არგენტინელმა შემტევმა 52 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 53 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. რონალდუმ კი 44 დაპირისპირებაში თავი 38-ჯერ გამოიჩინა, მოიგო ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა.

0.116122