ფეხბურთი

17:45 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულს” ჟან მიშელ სერის დამატება სურს

“ნიცას” ნახევარმცველი ჟან მიშელ სერი, შესაძლოა, “ლივერპულში” გადავიდეს. იმის გათვალისწინებით, რომ კვლავ ბუნდოვანია ფელიპე კოუტინიოსა და ემრე ჯანის ბედი, ტრავმის გამო 2 თვე გაუცდება ალან ლალანას, “წითლებმა” სერის დამატება გადაწყვიტეს.

The Guardian-ის ინფორმაციით, ფრანგული კლუბი მზადაა 25 წლის მოთამაშე 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ნაპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ მიიღებენ.

0.116214