საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი, მანუჩარ მარკოიშვილი ათენში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს გაესაუბრა. როგორც უკანახაზელმა მედიას განუცხადა პროგრამა-მინიმუმს საქართველოს ნაკრები აუცილებლად შეასრულებს და ქვეჯგუფიდან გავა.
“კარგია, რომ ევროპის ჩემპიონატზე სტაბილურად გავდივართ, მაგრამ დროა ფინალურ ეტაპზეც ვთქვათ სიტყვა და ღირსეულად გამოვიდეთ. იმედია, პროგრამა-მინიმუმს შევასრულებთ და ქვეჯგუფიდანაც გავალთ. რაც შეეხება თასის საქართველოში ჩამოსვლას – მართლაც საოცნებო თასია. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ამ თასის მოგების შანსი არ გვაქვს, ამიტომ მასთან თითოეული შეხება და სურათის გადაღება მართლაც საამაყოა – ოცნებებს უფრო აღვივებს”, - განაცხადა მარკოიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 31 აგვისტოდან ევრობასკეტზე იასპარეზებს.