კალათბურთი

17:46 | 14.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 16-წლამდელებმა ლუქსემბურგი დიდი სხვაობით დაამარცხეს (+VIDEO)

საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი, იოლი გამარჯვება მოიპოვა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა ლუქსემბურგის ნაკრები 39-ქულიანი სხვაობით 77:38 დაამარცხა და ჯგუფიდან გასასვლელად ხვალ კოსოვოსთან მოგება სჭირდება.

ჩვენს ნაკრებს წაგება აქვს დიდ ბრიტანეთთან და სავარაუდოდ, პლეი ოფში ჯგუფის მე-2 ადგილიდან გავა. ასეთ შემთხვევაში, ქართველთა მეტოქე მეოთხედფინალში ჩეხეთის ნაკრები იქნება, რომელიც თავის, C ჯგუფში დაუმარცხებელია.

ლუქსემბურგთან მატჩში 14 ქულით ბომბარდირი გახდა რატი ანდრონიკაშვილი. 13 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ალექსი მერკვილაძემ. 12 ქულა და 6 მოხსნა გიორგი ჭეიშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს კოსოვოსთან 15 აგვისტოს, თბილისის დროით 17:00 საათზე გამართავს.

საქართველო - ლუქსემბურგი 77:38 (სტატისტიკა)

gbf.ge

0.131234