კალათბურთი

22:19 | 13.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი: “დაცვაში პრობლემები გვაქვს”

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა, მერიის თასის მოგების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და არნიშნა, რომ დაცვაში არის პრობლემები, რომელიც უნდა გამოსწორდეს.

“პირველ რიგში მივულოცავ ჩვენს მოთამაშეებს. ორივე თამაში გამარჯვებით დავასრულეთ. გვქონდა ძალიან დიდი პრობლემები დაცვაში, რომელიც დღეს ძალიან კარგად დავინახეთ. 1 კვირაში მივემგზავრებით საბერძნეთში, სადაც 3 თამაში გველის უფრო ძლიერ გუნდებთან და ჩვენ ძალებსაც გამოვცდით.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს, რომლებმაც ამ ცხელ ზაფხულში გაავსეს სპორტის სასახლე და დაგვიდგნენ გვერდში. დიდი მადლობა ჟურნალისტებს”, - გვითხრა შერმადინმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 31 აგვისტოს აიღებს სტარტს.

0.12866