საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ჩეხეთის ნაკრები მეორე მატჩშიც დაამარცხა და 2017 წლის თბილისის მერიის თასის გამარჯვებული გახდა.
შეხვედრა სტუმრებმა უკეთ დაიწყეს და ჩეხებმა შეხვედრის I პერიოდი 12:20 მოიგეს. მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა თამაში შედარებით გამოასწორა და ტაიმის ბოლომდე ჩამორჩება 6 ქულამდე შეამცირა – 31:37.
მატჩის მესამე პერიოდი უკვე ქართველთა უპირატესობით წარიმართა და ანგარიში 51:47 გახდა, ხოლო მეოთხე პერიოდში ჩვენმა გუნდმა ოთხქულიანი უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა და 68:64 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა, 8 მოხსნა და 3 გადაცემაა. 15 ქულას, 5 მოხსნას და 2 გადაცემას მოუყარა თავი მაიკლ დიქსონმა, ხოლო გიორგი შერმადინმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 11 ქულა და 10 მოხსნა.
სტუმართაგან ყველაზე მეტი, 20 ქულა სატორანსკიმ ჩააგდო.
სასტარტოები:
საქართველო: ფაჩულია, მარკოიშვილი, ცინცაძე, დიქსონი, შენგელია
ჩეხეთი: პეტერკა, სატორანსკი, ჰრუბანი, კრიჟი, ბოჰაჩიკი