მსოფლიოს რეიტინგის 63-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის პირველ წრეში ბორნა ჩორიჩს შეხვდება. მატჩი 14 აგვისტოს 20:00 საათზე უნდა დაიწყოს, თუმცა შესაძლოა დრო შეიცვალოს.
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ხორვატს ერთხელ შეხვდა. მიმდინარე წლის ლიონის ტურნირზე ნიკოლოზმა ბორნა პირველ წრეში 6:4, 5:7, 6:4 დაამარცხა. აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული მომდევნო წრეში ტურნირის მეექვსე ნომერს მილოშ რაონიჩს შეხვდება.