პრემიერლიგის სტარტი მშვენიერი გამოდგა. პირველ სათამაშო დღეს “არსენალმა” და “ლესტერმა” მშვენიერი დრამა შესთავაზეს გულშემატკივრებს, ხოლო მეორე დღეს ქომაგების გახალისება სხვა გუნდებმა განაგრძეს და ეს პირველ რიგში “უოტფორდის” და “ლივერპულის” დაპირისპირებას ეხება, რომელიც დიდებული საყურებელი იყო ნეიტრალური გულშემატკივრისთვის.
“ლივერპულის” შეტევის ხაზი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა შემტევებს მხარი მცველებმა ვერ აუბეს და მათი უყურადღებო თამაში გამო, მერსისაიდელებმა პირველივე ტურში ქულები დაკარგეს.
ანგარიში მე-8 წუთზე სწორედ “წითლების” მცველების შეცდომის შემდეგ გაიხსნა, რომლებმაც კუთხურის დროს ოკაკა უმეთვალყურეოდ დატოვეს და მანაც ახლო მანძილიდან თავური დარტყმით შეაგდო. სტუმრებმა წონასწორობა მალე აღადგინეს: 29-ე წუთზე ძალიან ლამაზი კომბინაცია გაითმაშეს, რომელიც სადიო მანეს გოლით დასრულდა. “ლივერპულის” სიხარულმა დიდხანს არ გასტანა, ორ წუთში მცველები წინა ეპიზოდზე უხეშად შეცდნენ და დაკურს ცარიელ კარში გატანის საშუალება მისცეს.
იურგენ კლოპის შეგირდებმა მეორე ნახევარი ძალიან აქტიურად დაიწყეს და 12 წუთში ორი გოლის გატანა შეძლეს: 54-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა პენალტი მოიპოვა, რომელიც რობერტო ფირმინომ აქცია გოლად, ხოლო ორ წუთში უკვე ფირმინომ გაატანინა სალაჰს. “ლივერპული” სეზონის კარგად დაწყებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ დაცვა კიდევ ერთხელ შეცდა და ბრიტოსმა ერთი მეტრიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:3.
სეზონი ცუდად დაიწყო “ჩელსისთვის”. ანტონიო კონტეს შეგირდებმა გასულ კვირას ინგლისის სუპერთასი დათმეს “არსენალთან”, ხოლო პრემიერლიგის პირველ ტურში ყველასთვის მოულოდნელად, შინ “ბარნლისთან” წააგეს. მასპინძლებს გეგმები გვარიანად აურია გარი კეჰილი გაძევებამ, რომელმაც მე-14 წუთზე სტივენ დეფურის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და წითელი ბარათი დაიმსახურა. “არისტოკრატები” კაცნაკლულები იყვნენ, თუმცა რაც პირველ ნახევარში მოხდა, ამას არანაირი გამართლება არ აქვს: ვოკსის დუბლის და უარდის გოლით “ბარნლიმ” ტაიმი 0:3 მოიგო და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
მეორე ნახევარში “ჩელსიმ” გაბრძოლება სცადა. ანტონიო კონტემ მოედანზე ალვარო მორატა გამოუშვა და სწორედ ესპანელი ახალწვეულის კარგ თამაშს მოჰყვა: ალვარომ მოედანზე შემოსვლიდან 10 წუთში თავური დარტყმით პრემიერლიგაში სადებიუტი გოლი შეაგდო, ხოლო 88-ე წუთზე თავით დიდებული გადაცემა გაუკეთა დავიდ ლუისს, რომელიც მეკარესთან პირისპირ დატოვა და გატანა აღარ გასჭირვებია. მიუხედავად ამისა, “ჩელსის” თამაშის მობრუნების შანსი არ ჰქონია. ლონდონელები ამ დროისთვის უკვე ცხრანი იყვნენ დარჩენილები და პირიქით, ბრედის მეოთხე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ საჯარიმო დარტყმიდან ძელს გაარტყა ბურთი – 2:3.
სერიოზულად გაძლიერებული “მანჩესტერ სიტი” გასვლაზე “ბრაიტონს” დაუპირისპირდა და დებიუტანტების წინააღმდეგობის გატეხვა 70-ე წუთზე მოახერხა. სერხიო აგუერომ დავიდ სილვას დიდებული გადაცემა გამოიყენა და ანგარიში გახსნა, ხოლო 5 წუთში მასპინძლებმა ავტოგოლი გაიტანეს – 0:2.
უეინ რუნიმ 13-წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერლიგაში კვლავ “ევერტონის” მაისურით ითამაშა და პირველივე შეხვედრაში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. 31 წლის ფორვარდმა პირველი ტაიმის ბოლო წამებზე ”სტოკეს” დამწუხრება თავური დარტყმით მოახერხა.
პირველივე მატჩში სიურპრიზი შემოგვთავაზა დებიუტანტმა “ჰადერსფილდმა”, რომელმაც “კრისტალ პალასს” გასვლაზე სამი უპასუხო გოლი გაუტანა. “ვესტ ბროვმიჩმა” საკუთარ მოედანზე “ბორნმუთი” მინიმალური სხვაობით დაამარცხა, ხოლო “საუთჰემპტონის” და “სუონსის” დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
უოტფორდი – ლივერპული 3:3 (2:1)
უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”
უოტფორდი (4-3-3): გომეში, ბრიტოსი, ქაბული, ჯანმაატი (კიკო 18), ჰოლებასი, ჩალობა, დაკური, კლევერლი, პერეირა (რიჩარლისონი 49), ამრაბატი, ოკაკა (ა.გრეი 63).
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი
ლივერპული (4-3-3): მინოლე, მატიპი, ლოვრენი, მორენი, ალექსანდერ-არნოლდი (ჯ.გომესი 91), ჩანი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, სალაჰი (მილნერი 86), მანე, ფირმინო (ორიჯი 81).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლები: 1:0 ოკაკა (8), 1:1 მანე (29), 2:1 დაკური (32), 2:2 ფირმინო (55 პენ.), 2:3 სალაჰი (57), 3:3 ბრიტოსი (93)
გაფრთხილებები: მანე, ალექსანდერ-არნოლდი, მინოლე
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ჩელსი – ბარნლი 2:3 (0:3)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა, რუდიგერი, ლუისი, კეჰილი, ფაბრეგასი, კანტე, აზპილიკუეტა, ალონსო, ბოგა (კრისტიანსენი 18), ვილიანი, ბაჩუაი (მორატა 59).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
ბარნლი (4-3-2-1): ჰიტონი, ტარკოვსკი, მი, უარდი, ლოუტონი, დეფური (უოლტერსი 75), ჰენდრიკი, კორკი, ბრედი, გუდმონდსონი (არფილდი 75), ვოკსი.
მწვრთნელი: შონ დიჩი
გოლები: 0:1, 0:3 ვოკსი (24; 43), 0:2 უარდი (39), 1:3 მორატა (69), 2:3 ლუისი (88)
გაფრთხილებები: ალონსო, ფაბრეგასი, ლუისი, რუდიგერი – ბრედი, მი, არფილდი
გაძევებები: კეჰილი (14), ფაბრეგასი (81)
მსაჯი: კრეიგ პოუსონი
კრისტალ პალასი – ჰადერსფილდი 0:3 (0:2)
ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”
კრისტალ პალასი (3-4-2-1): ჰენესი, დანი, რიედევალდი, ფოსუ-მენსა (ტომკინსი 78), მილივოიევიჩი (თაუნსენდი 46), პანჩონი, ვან აანჰოლტი, უარდი, ზაჰა, ლოფტუს-ჩიკი, ბენტეკე.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
ჰადერსფილდი (4-2-3-1): ლოსლი, ზანკა, შინდლერი, ტ.სმიტი (დ.უილიამსი 57), ლოუ, ბილინგი, მუი, კაჩუნგა, პალმერი (ქუანერი 72), ინსი, მუნიე.
მწვრთნელი: დევიდ ვაგნერი
გოლები: 0:1 უარდი (23 ს.კ.), 0:2, 0:3 მუნიე (26; 78)
გაფრთხილებები: პანჩონი – ტ.სმიტი, პალმერი, მუნიე
მსაჯი: ჯონათან მოსი
ევერტონი – სტოკი 1:0 (1:0)
ლივერპული, “გუდისონ პარკი”
ევერტონი (3-4-2-1): პიკფორდი, იაგიელკა, კინი, ე.უილიამსი (მარტინი 46), გაიე, შნეიდერლენი, კალვერტ-ლეუინი, ბეინსი, კლაასენი (ტ.დევისი 60), რუნი, ს.რამირესი (მირალაში 77).
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
სტოკი (3-4-2-1): ბატლანდი, შოუკროსი, კამერონი, ზუმა, დ.ფლეტჩერი, ალენი, პიტერსი, დიუფი, კრკიჩი (ჩუპო-მოტინგი 72), შაქირი, ბერაჰინო (კრაუჩი 72).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გოლი: რუნი (45+1)
გაფრთხილებები: მარტინა – ალენი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
საუთჰემპტონი – სუონსი 0:0
საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, იოშიდა, სტეფენსი, ბერტრანი (მაკქუინი 86), სოარეში, რომეუ, ს.დევისი, ტადიჩი, რედმონდი, უარდ-პროუსი (ბუფალი 71), გაბიადინი (ოსტინი 69).
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო
სუონსი (4-4-2): ფაბიანსკი, ფ.ფერნანდესი, მოუსონი, ნოუტონი, ოლსონი, ფერი, ბრიტონი (ფულტონი 74), ტ.კეროლი, რუტლიჯი (მაკბარნი 86), ჯ.აიუ, აბრაჰამი (ბერტლი 81).
მწვრთნელი: პოლ კლემენტი
გაფრთხილებები: რედმონდი, რომეუ – ფულტონი
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ვესტ ბრომვიჩი – ბორნმუთი 1:0 (1:0)
ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტონსი”
ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): ფოსტერი, ჰეგაზი, დოუსონი, ბრანტი, ნიომი, იაკობი, ლივერმორი, ფიელდი (ჰარპერი 70), ფილიპსი (რობსონ-კანუ 72), მაკკლინი, ჯ.როდრიგესი (რონდონი 88).
მწვრთნელი: ტონი პულისი
ბორნმუთი (4-4-1-1): ბეგოვიჩი, აკე, კუკი, ფრანცისი (ა.სმიტი 80), დანიელსი, არტერი, სურმენი, ფრეისერი, პუგი (აიბი 46), კინგი, აფობი (დეფო 64).
მწვრთნელი: ედი ჰაუ
გოლი: ჰეგაზი (31)
გაფრთხილებები: იაკობი, ჯ.როდრიგესი, რობსონ-კანუ – არტერი
მსაჯი: რობერტ მედლი
ბრაიტონი – მანჩესტერ სიტი 0:2 (0:0)
ბრაიტონი, “ეიმექს სთედიუმი”
ბრაიტონი (4-4-2): რაიანი, დანკი, დაფი, სუტნერი, სალტონი, პროპერი, სტეფენსი, მარჩი (კნოკერტი 77), ბრაუნი (მერფი 24), გროსი, ჰემედი (მურეი 60).
მწვრთნელი: კრის ჰიუტონი
მანჩესტერ სიტი (3-1-4-2): ედერსონი, კომპანი, სტოუნზი, ოტამენდი, ფერნანდინიო, დ.სილვა, დე ბრუინი, დანილო (სანე 68), უოლკერი, ჟეზუსი (სტერლინგი 78), აგუერო (ბ.სილვა 83).
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
გოლები: 0:1 აგუერო (70), 0:2 დანკი (75)
გაფრთხილებები: ჟეზუსი, სტერლინგი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი