აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანმა" რუმინეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო. ეს მეხუთე ტურში, "სეპსისთან" - 2:1. ხუბუტია კვლავაც სასტარტო შემაგენლობაში იყო და 78 წუთი ითამაშა.
ბელარუსში ბატე-მ 1:0 სძლია "ბრესტს", მაგრამ ვაკო გვილიას გარეშე. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამზე იყო.
გიორგი არაბიძემ ტაიმნახევარი ითამაშა დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში. "ოლექსანდრიასთან" შეხვედრა 1:1 დასრულდა. ქართველმა პირველ ტაიმში გაფრთხილება მიიღო, გოლამდე კი ცოტა დააკლდა. საჯარიმო დარტყმით ხარიხას მოარტყა ბურთი.
ირანის ჩემპიონატში "პაიკანი"-ზობ აჰანი" 0:0 დასრულდა. 69-ე წუთზე "ზობ აჰანის" ფეხბურთელი გააძევეს: თბილისის "დინამოდან" გადასული მცველი გიორგი გველესიანი.