ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელი გარემარბი ანხელ დი მარია, შესაძლოა, კატალონიის “ბარსელონაში” ვიხილოთ.
გამომდინარე იქიდან, რომ “ბარსა” ცდილობს, ნეიმარის დანაკლისი შეავსოს, შპორტ.ეს-ის ინფორმაციით კატალონიური კლუბი პსჟ-ს დი მარიას თაობაზე მიმართავს.
როგორც ესპანური მედია წერს, აღნიშნული ტრანსფერი ლიონელ მესიმ მოითხოვა, რადგან მას კლუბში თავის თანამემამულის ხილვა სურს.
აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე მესის თხოვნით “ბლაუგრანა” დიბალას გადაბირებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.
ფინანსურ მხარეზე და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. რაც შეეხება დი მარიას, 2 წლის წინ “მანჩესტერმა” არგენტინელში პარიზული კლუბისგან 63 მილიონი ევრო მიიღო და 29 წლის ფეხბურთელმა პსჟ-სთან 2019 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება.