ფეხბურთი

16:03 | 12.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გორის საფეხბურთო ინფრასტრუქტურაზე

ერთი თვეც არ გასულა, რაც გორმა დიდ მატჩს უმასპინძლა. საუბარია 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალზე, რომელშიც ინგლისმა პორტუგალიას 2:1 სძლია. როგორც იცით, წინასწარი განრიგით, ფინალი თბილისის "მიხეილ მესხზე" უნდა გამართულიყო. იმის გამო, რომ ჯგუფურ მატჩებში ყველაზე საფეხბურთო ატმოსფერო იყო, უეფამაც თანხმობა განაცხადა: ფინალი- განახლებულ "თენგიზ ბურჯანაძეზე".

გორს სხვა ახალი მოედანიც შეემატა, თუმცა, ამის შესახებ "გორის" დირექტორი გია ისიანი გვიყვება.

"გორის მთავარი სტადიონის სიახლოვეს, როგორც იცით, ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანია. ვგულისხმობ გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლას. მის გვერდით შენობაა, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო და ყველაფერი გამოიცვალა, იქ ლამაზი შენობა იქნება. შეკეთდა სამედიცინო ოთახი, გასახდელები და ა.შ.

...იქვე ახლოს, კიდევ მეორე მოედანი გავაკეთეთ. ეს მოედანი ადრე იყო, მაგრამუვარგის მდგომარეობაში და არც ფუნქციონირებდა. იქ ბუნებრივი საფარია. დავამონტაჟეთ სარწყავი სისტემა.

..."გორის" და "დილას" ჭაბუკთა და ბავშვთა გუნდები ხელოვნურსაფარიანზე ვარჯიშობდნენ და თამაშობდნენ, ამჯერად კი ბუნებრივსაფარიანი მოედანიც შეემატათ. აქვე გეტყვით, რომ 12-დან 15 სექტემბრამდეამ ორ მოედანზე გაიმართება თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირი 2004 წელს დაბადებულ მოზარდთა გუნდებს შორის.საქართვლოს საუკეთესო გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, "დინამო", "ლოკომოტივი", "საბურთალო". ფინალი თნგიზ ბურჯანაძის სტადიონზე შედგება".

ისიანმა გვითხრა, თუ როგორ მიმინარეობდა "თენგიზ ბურჯანაძის" კეთილმოწყობა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წინ.

"ადგილობრივი ხელისუფლება, ქალაქის მერია და საკრებულო არაფერს იშურებდნენ, ლამის 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ. "დილას" ქომაგები "ლომკაცები" გვერდში გვედგნენ, მაგალითა, სარეკლამო ბანერები მათ დაამონტაჟეს, სტადიონიც მოასუფთავეს.

...სტადიონმა უეფას წარმომაგენლების მოწონება დაიმსახურა. სწორედ ამიტომ გადაწყდა ფინალის გორში ჩატარება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პირადად გადაგვიხადა მადლობა".

0.093121