იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” ტომას რინკონი თანაქალაქელ “ტორინოში” გაანათხოვრა. ამის შესახებ ორივე ტურინული გუნდი ოფიციალურად იტყობინება. “ხარებს” ერთი წლის შემდეგ ვენესუელელი ფეხბურთელის გამოსყიდვაც შეეძლებათ.
“ელ გენერალი” (რინკონის მეტსახელი – რედ), “იუვენტუსში” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა “ჯენოადან”, მაგრამ “ბებერი ქალბატონის” რიგებში ფეხი ვერ მოიკიდა.