ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვს გაფართოებული 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. "სელესაო" 31 აგვისტოს ეკვადორს, ხოლო 5 სექტემბერს კოლუმბიას დაუპირისპირდება.
მეკარეები: ალისონი ("რომა", იტალია), კასიუ ("კორინთიანსი"), ედერსონი ("მანჩესტერ სიტი").
მცველები: დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგუ სილვა (სამივე პსჟ, საფრანგეთი), ფაგნერი ("კორინთიანსი"), მარსელუ ("რეალი", ესპანეთი), როდრიგუ კაიო ("სან პაულო"), ფილიპე ლუისი ("ატლეტიკო", ესპანეთი), მირანდა ("ინტერი", იტალია).
ნახევარმცველები: ფერნანდინიო ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), კაზემირუ ("რეალი", ესპანეთი), ჟულიანუ ("ზენიტი"), პაულინიო ("გუანჯჟოუ ევერგრანდი", ჩინეთი), ფილიპე კოუტინიო ("ლივერპული", ინგლისი), რენატუ აუგუსტუ ("ბეინცზინ გუოანი", ჩინეთი), ვილიანი ("ჩელსი", ინგლისი), ლუანი ("გრემიო").
თავდამსხმელები: გაბრიელ ჟესუსი ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), ტაისონი ("შახტარი", უკრაინა), ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი), რობერტო ფირმინიო ("ლივერპული", ინგლისი).