ფეხბურთი

21:10 | 11.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამპაოლიმ არგენტინის შემადგენლობა დაასახელა

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის გაფართოებული, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. "ალბისელესტე" ურუგვაის სტუმრად (1 სექტემბერი), ხოლო ვენესუელას (6 სექტემბერი) შინ დაუპირისპირდება.

მეკარეები: სერხიო რომერო ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ნაუელ გუსმანი ("ტიგრესი", მექსიკა), ხერონიმო რული ("სოსიედადი", ესპანეთი).

მცველები: ხავიერ მასკერანო ("ბარსელონა", ესპანეთი), ფედერიკო ფასიო ("რომა", იტალია), ნიკოლას ოტამენდი ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), გაბრიელ მერკადო, მიკოლას პარეხა (ორივე "სევილია", ესპანეთი).

ნახევარმცველები: ევერ ბანეგა, გვიდო პისარო (ორივე "სევილია", ესპანეთი), ლუკას ბილია ("მილანი", იტალია), აუგუსტო ფერნანდესი ("ატლეტიკო", ესპანეთი), ლეანდრო პარედესი ("ზენიტი", რუსეთი), ანხელ დი მარია, ხავიერ პასტორე (ორივე პსჟ, საფრანგეთი), მარკოს აკუნია ("სპორტინგი", პორტუგალია), მანუელ ლანსინი ("ვესტ ჰემი", ინგლისი), ედუარდო სალვიო ("ბენფიკა", პორტუგალია).

თავდამსხმელები: ლიონელ მესი ("ბარსელონა", ესპანეთი), სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), მაურო იკარდი ("ინტერი", იტალია), ხოაკინ კორეა ("სევილია", ესპანეთი), პაულო დიბალა ("იუვენტუსი", იტალია).

0.129027