"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ კლუბი ზლატან იბრაჰიმოვიჩთან მოლაპარაკებას მართავს, რათა შვედი გუნდში დააბრუნოს. 35 წლის თავდამსხმელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი გასული სეზონის ბოლოს დაუმთავრდა.
"ზლატანი ტრავმირებულია და რეაბილიტაცისთვის დრო სჭირდება. იბრაჰიმოვიჩი ფიქრობს, რომ მაღალ დონეზე მეტის გაკეთება შეუძლია, აქედან გამომდინარე მასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, რათა დარჩეს გუნდში და მეორე სეზონი გაატაროს ჩვენთან ერთად." - განაცხადა ჟოზემ.
ზლატანმა გასულ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 28 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელმა სეზონის ბოლოსკენ ტრავმა მიიღო და ათი მატჩის გამოტოვება მოუწია.