ფილიპე კოუტინიო რჩება, ფილიპე კოუტინო - მიდის. აღნიშნულ თემაზე შეიძლება ითქვას სრული ქაოსი შეიქმნა. საქმე ისაა, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას კატეგორიულად მოსთხოვა "ბარსელონაში" გაშვება. ამ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Sky Sport-ი ავრცელებს.
არადა, ცოტა ხნის წინ, "ლივერპულის" ოფიციალურმა გვერდმა კოუტინიოს "ბარსაში" ან რომელიმე სხვა გუნდში გადასვლა გამორიცხა:
"კლუბის საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომ კოუტინიოს შესახებ არანაირი წინადადება არ განიხილოს. იგი "ლივერპულის" ფეხბურთელი იქნება მომავალ სეზონშიც", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, "წითლების" კატეგორიულ ტონზე იგივე რეაქცია აღმოაჩნდა კოუტინიოს და სცდილობს უკვე თავისი ხმის ამაღლებით მიაღწიოს საწადელს - გადავიდეს "ბარსელონაში".
ჯერჯერობით კი, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ საგას დასასრული არ უჩანს. "ბარსელონა" ფილიპე კოუტინიოს ნეიმარის შემცვლელად განიხილავს და 100 მილიონ ევროსაც იხდის.