"თელავის" მთავარ მწვრთნელად 36 წლის გიორგი დეკანოსიძე დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე მალხაზ ჟვანია შეცვალა.
"თელავი" ლიგა 3-ში ზედა ათგუნდიან ჯგუფში მოხვდა, ანუ ეროვნულ ლიგა 2-ში გადასასვლელად იბრძოლებს.
დეკანოსიძე ეროვნული ჩემპიონატის მასშტაბით საკმაოდ კარგი ნახევარმცველი იყო და უცხოეთშიც ითამაშა, კერძოდ, გერმანულ "ფიურტში". რაც შეეხება მწვრთნელობას, 2013 წელს დაიწყო რუსთავის "მეტალურგში" (სამწვრთნელო შტაბში ასისტენტად), შემდეგ თავკაცობდა "საბურთალოს" სხვადასხვა ასაკის გუნდებს და ესპანელი კარასკოს წასვლის შემდეგ, "საბურთალოს" აკადემიის დირექტორადაც იმუშავა.
წლეულს კი გორის "დილაში" წავიდა ზივ არიეს თანაშემწედ. როცა არიე სამშობლოში დაბრუნდა, ორ შეხვედრაში სწორედ დეკანოსიძემ გაიყვანა გუნდი.