“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ფელიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” გადასვლას გამორიცხავს. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელი მოთამაშე კლუბისთვის ფასდაუდებელია და მის გაყიდვას არ გეგმავს.
კოუტინიომ “წითლებთან” 2017 წლის იანვარში 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 2022 წლამდე “ლივერპულის” საკუთრებაა.
ბოლო ინფორმაციით, “ბარსელონამ” ინგლისელებს 90,4 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა როგორც კლოპი ირწმუნება, გარიგება არ შედგება.