ფეხბურთი

15:18 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს ღირებულება დღითი დღე იზრდება

რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილება ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელის, კილიან მბაპეს “მონაკოდან” “პარი სენ ჟერმენში” შესაძლო გადასვლის საკითხი. ბოლო ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელები 19 წლის მოთამაშის აგენტს შეხვდნენ და დეტალები განიხილეს.

ცხადია, ფეხბურთელის ამჟამინდელ კლუბს სურს, რომ ახალგაზრდა ტალანმა მეტი ფინანსური სარგებელი მოუტანოს და ამიტომ თანხის თაობაზე ჯერ კიდევ მსჯელობენ, თუმცა, ბოლო ცნობებით, პსჟ მზადაა მბაპეს სანაცვლოდ 180 მილიონი ევრო გადაიხადოს. ასევე ირკვევა, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელებმა და ფეხბურთელის აგენტმა ხორხე მენდეშმა, რომელიც “მონაკოს” ინტერესებსაც იცავს, რამდენიმე საკითხზე საერთო ენა უკვე გამონახეს.

ცნობილია ისიც, რომ ახალგაზრდა მოთამაშის ოჯახს საფრანგეთიდან გადასვლა არ სურს და ამის გათვალისწინებით, “პარი სენ ჟერმენი” მთელი ოჯახისთვის იდეალური ვარიანტია.

0.115047