ფეხბურთი

23:20 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვეს" ახალი ათიანი ჰყავს

იტალიის მოქმედ ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” ამიერიდან ახალი 10 ნომერი ეყოლება. საქმე არ ეხება ახალწვეულს, არამედ ზემოხსენებულ მაისურს პაულო დიბალა მოირგებს. ამის შესახებ “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

გარდა იმისა, რომ არგენტინელს ხსენებული ნაბიჯით “იუვეში” გატარებული განვლილი 2 წელი დაუფასეს და ნდობა გამოუცხადეს, ბოლო მოეღო იმ ჭორებს, რომლის მიხედვითაც 23 წლის შემტევი ხან “ბარსელონაში” გადადიოდა, ხანაც – “რეალში”.

აქამდე პაულო დიბალა, რომელმაც “იუვენტუსის” რიგებში 2015 წლიდან მოყოლებული 94 შეხვერდაში 42 გოლი გაიტანა, 21 ნომრით თამაშობდა. რაც შეეხება 10 ნომერს, იგი შარშან თავისუფალი იყო, ხოლო მანამდე პოლ პოგბას საკუთრებაში გახლდათ.

თავის მხრივ, საგულისხმოა, რომ “იუვენტუსში” 10 ნომერს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სხვა და სხვა დროს ამ ნომრით შავ-თეთრთა რიგებში ომარ სივორი, მიშელ პლატინი, რობერტო ბაჯო, ალესანდრო დელ პიერო და კარლოს ტევესი თამაშობდნენ.

0.117625