კალათბურთი

19:31 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ბულგარეთში გაემგზავრნენ

საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ბულგარეთში გაემგზავრა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილი გუნდი მონაწილეობას მიიღებს 24-გუნდიან ტურნირში, რომლის 3 საუკეთესო მომავალი წლისთვის ელიტარული - A დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.

ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩებს 10-დან 19 აგვისტოს ჩათვლით ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს. საქართველო D ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან კოსოვო, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, მაკედონია და პორტუგალია.

ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა და ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობს. ჯგუფებში ჩარჩენილი გუნდები 9-24 ადგილებს გაითამაშებენ. საქართველოს ნაკრები ბულგარეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

ნიკა გურგენიძე, რატი ანდრონიკაშვილი, საბა გიგიბერია, გიორგი ჭეიშვილი, გიგი ტაბაღუა, ზურაბ ვაშაკიძე, ირაკლი სულხანიშვილი, ვლადიმერ თავაქარაშვილი, ალექსანდრე მერკვილაძე, ბიძინა ფეიქრიშვილი, ბექა ბექაია, ლაშა მიქელაძე.

საქართველოს ნაკრების კალენდარი:

10 აგვისტო - მაკედონია - საქართველო - 19:15
11 აგვისტო - საქართველო - დიდი ბრიტანეთი - 21:30
12 აგვისტო - პორტუგლია - საქართველო - 19:15
14 აგვისტო - საქართველო - ლუქსემბურგი -14:45
15 აგვისტო - საქართველო - კოსოვო - 17:00

(მითითებულია თბილისის დროები)

gbf.ge

0.113758