კალათბურთი

18:25 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში 10 აგვისტოს გაიმართება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისის მერიის თასისთვის ემზადება. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 10 აგვისტოს, 18:30 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში (26 მაისის მოედანი №1) გაიმართება ნაკრების ვარჯიში, რომლის დასკვნითი ნაწილი მედიისთვის ღია იქნება. ადგილზე დარიგდება ტურნირზე დასასწრები აკრედიტაციები.

თბილისის მერიის თასზე საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს ჩეხეთის ნაკრებთან. მატჩები 11 და 13 აგვისტოს, სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე დაიწყება. ტურნირის გამარჯვებული გუნდი მოგებებისა და ბურთების უკეთესი შეფარდების მიხედვით გამოვლინდება. თბილისის მერიის თასის შეხვედრებზე დასწრება უფასოა.

0.118149