ჭიდაობა

18:55 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა მოჭიდავეებს სპორტის მინისტრმა უმასპინძლა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა მოჭიდავეებს და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს უმასპინძლა. საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა, 1-6 აგვისტოს ფინეთის ქალაქ ტამპერეში გამართულ ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვეს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ზვიად პატარიძე (120 კგ) მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი გახდა.

ქართველმა მძიმეწონოსანმა გადამწყვეტ ბრძოლაში ყირგიზი კიმ რომანის სძლია 6:2. ფინალის გზაზე ზვიად პატარიძემ ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. პატარიძეს სრული საჭიდაო დრო მხოლოდ მეოთხედფინალში დასჭირდა, ირანელ ამინ მირზაზადესთან (4:1). იქამდე იაპონელი იცუკი შოჯის 47 წამში მოუგო (8:0). რუმინელ ლენარდ იშტვან ბერეის 17 წამში (8:0), ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ გიორგი გაჯინოვს კი 4 წუთში (9:0). საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების შედეგი ორი მედალია - გივი მაჭარაშვილმა (96 კგ) ვერცხლი, ხოლო ივერიკო ჯულაყიძემ (66 კგ) ბრინჯაო მოიპოვა.

1-6 აგვისტო. ტამპერე, ფინეთი. ჭიდაობა. ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი

ბერძნულ- რომაული სტილით ჭიდაობა
ზვიად პატარიძე (120 კგ) - ოქრო

თავისუფალი სტილით ჭიდაობა
გივი მაჭარაშვილი (96 კგ) - ვერცხლი
ივერიკო ჯულაყიძე (66 კგ) - ბრინჯაო

msy.gov.ge

0.120137