ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ალექსის სანჩესი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო პრემიერლიგის პირველ ორ მატჩს - “ლესტერის” და “სტოკის” წინააღმდეგ გამოტოვებს.
როგორც “მეთოფეების” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, ჩილელს ანთება აქვს და წინასწარი დასკვნების გაკეთება, თუ როდის დაუბრუნდება მოთამაშე გუნდს, არ შეუძლია.
“ალექსისი ვერ ითამაშებს “ლესტერის” წინააღმდეგ. მას ანთება აქვს. 2 დღის წინ გაიარა სამედიცინო შემოწმება, რომელიც ადასტურებს, რომ ის რამდენიმე თამაში ვერ დაგვეხმარება. ზუსტად არ ვიცი დრო. ეს იქნება 1 თუ 2 კვირის განმავლობაში, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ვერც “სტოკთან” დაპირისპირების დროს დაგვეხმარება”, - თქვა ვენგერმა.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ “პარი სენ ჟერმენმა” უარი განაცხადა სანჩესის შეძენაზე.