საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია სამარის "კრილიას" დაუბრუნდა. მას ტრავმა ჰქონდა და ოპერაცია დასჭირდა, რომელიც მიუნხენში გაიკეთა.
ლორია გუნდთან ერთად, ექიმ-რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ არის. მოკლედ, ჯერ რეაბილიტაციის პროცესს გადის და ვერ ითამაშებს.
როგორც იცით, "კრილია" რუსული პრემიერლიგიდან გავარდა და პირველ დივიზიონში გამოდის.