ქართველ მოჭადრაკეებს მსოფლიო თასის პირველივე წრეში რთული შეხვედრები ელით. რეიტინგ-სიის მიხედვით უკვე ცნობილია თუ ვინ ვის დაუპირისპირდება პირველ წრეში.
ქართველი მონაწილეებიდან ყველაზე ძლიერი მეტოქე ნანა ძაგნიძეს შეხვდა. მას მსოფლიო ტოპ-15 წარმომადგენელთან, ჰოლანდიელ ანიშ გირისთან მოუწევს დაპირისპირება. ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა ახალგაზრდა ესპანელ ვარსკვლავს, ლოპეს სალგადოს შეხვდება.
რეიტინგით-სიით უფრო ძლიერებთან მოუწევთ პაექრობა: მიხეილ მჭედლიშვილს - ევროპის 2016 წლის ჩემპიონ ერნესტო ინარკიევთან, ხოლო ლევან ფანცულაიას - პოლონელ იან დუდასთან.
ჭადრაკის რიგით IX მსოფლიო თასის გათამაშებას 2-დან 28 სექტემბრის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს. ასპარეზობაში მონაწილეობას 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკე მიიღებს.
gcf.org.ge