კატალონიის “ბარსელონამ” “ლივერპულთან” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
ESPN-ს ინფორმაციით, გუშინ “ბლაუგრანას” წარმომადგენლებმა “წითლებთან” მოლაპარაკება გამართეს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინგლისელები 25 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს და დამატებით ბონუსის სახით 30 მილიონს მიიღებენ.
ესპანეთში გადაბარგების შემთხვევაში კოუტინიო კატალონიელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.