ფეხბურთი

22:12 | 8.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოულოდნელობა: "მერანიდან" გიორგი მიქაძე წავიდა

ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერ მარტვილის "მერანს" ახალი მწვრთნელი ეყოლება. "მერანის" პრესსამსახურის ცნობით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გიორგი მიქაძემ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. "მერანმა" მადლობა გადაუხადა მიქაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატება უსურვა.

ეს უცნაურია, რადგან მიქაძის თავკაცობით, "მერანი" ეროვნულ ლიგა2-ს ლიდერობს. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა შარშან საქართველოს თასის ფინალამდე მიაღწია და იქ 1:2 წააგო ქუთაისის "ტორპედოსთან". ასე რომ, მიქაძე საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა.

გასულ ტურში "მერანმა" 1:0 მოუგო "მეშახტეს", ხოლო მომდევნო შეხვედრა 10 აგვისტოს ექნება: შინ "სიონთან". სავარაუდოდ, ამ მატჩში მარტვილელებს მეკარების მწვრთნელი არჩილ ღურწკაია უთავკაცებს. ეს დროებით.

თუ ვინ შეცვლის მიქაძეს, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

0.113711