ფეხბურთი

19:49 | 8.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"თელავს" მალხაზ ჟვანია აღარ გაწვრთნის

ლიგა 3-ის წარმომადგენელ "თელავს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. 41 წლის მალხაზ ჟვანიასთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა. კლუბმა ჟვანიას მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს.

ინფორმაცია ამის შესახებ "თელავის" პრესსამსახური ავრცელებს. ვინ იქნება "თელავის" თავკაცი? კლუბი რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებს მოლაპარაკებას და უახლოეს მომავალში გაირკვევა, ვინ ჩაიბარებს გუნდს.

"თელავი" ეროვნულ ლიგა2-ში გადასასვლელად იბრძოლებს. გუნდი ზედა ჯგუფში მოხვდა.

0.124873