ფეხბურთი

17:54 | 8.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკეს

თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკეს. მათ 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

ძმათა სასაფლაოზე ლუკა კიკაბიძე, ლევან ქურდაძე და ვატო არველაძე იმყოფებოდნენ.

"8 აგვისტო, საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი და ამასთანავე ტრაგიკული თარიღია. ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოსთვის თავი გასწირა". - ამბობს კიკაბიძე.

0.115901