მადრიდის “რეალი” “იუვენტუსის” ახალგაზრდა ვარსკვლავის, არგენტინელი თავდამსხმელის, პაულო დიბალას გადაბირებას ცდილობს.
ბოლო ინფორმაციით, “სამეფო კლუბმა” გაითვალისწინა “ბებერი ქალბატონის” ინტერესი მატეო კოვაჩიჩის მიმართ და გარიგებაში ხორვატი ნახევარმცველიც ჩართო.
წყაროს თანახმად, მადრიდელები “იუვენტუსს” კოვაჩიჩს და 85 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მადრიდის “რეალის” გარდა ახალგაზრდა არგენტინელით “ბარსელონაც” არის დაინტერესებული. კატალონიელები მზად არიან დიბალას სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გაიღონ.
პაულო დიბალა “იუვენტუსმა” 2015 წელს “პალერმოდან” 40 მილიონ ევროდ გამოისყიდა.