ფეხბურთი

11:32 | 8.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს შენაძენებმა მილიარდს გადააჭარბა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდა პირველი სპეციალისტი, რომლის შენაძენებმა კარიერის განმავლობაში 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა.

The Sun-ის ინფორმაციით, 17-წლიან სამწვრთნელო კარიერაში, მოურინიოს კლუბებმა ახალი ფეხბურთელების შესაძენად ჯამში 1,1 მილიონი დახარჯეს.

ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, რომლის კლუბებმაც 22 წლის განმავლობაში 970 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯეს.

მესამე ადგილზეა „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა. მისმა კლუბებმა 9 წლის განმავლობაში 859 მილიონის ფეხბურთელები შეიძინეს.

0.112969