“ვერდერის” გულშემატკივრებმა 29 წლის თავდამსხმელი მაქს კრუზე, საყვარელი კლუბის 2016/2017 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – იუწყება “მუსიკოსების” ოფიციალური ვებგვერდი.
ცნობისთვის, კრუზე “ვერდერს” გასულ ზაფხულს "ვოლფსბურგიდან" 7.5 მილიონ ევროდ შეუერთდა. მან ბრემენული კლუბის მაისური 24-ჯერ მოირგო და საკუთარ გუნდს 15 გატანილი გოლით და 7 საგოლე გადაცემით შეეწია.