“მანჩესტერ “იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს “მონაკოს” 23 წლის ნახევარმცველის ფაბინიოს შეძენა სურს.
Daily Express-ის ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი მზადაა, მონაკოელებს ბრაზილიელის თაობაზე შეთავაზება გაუკეთოს.
წყაროს თანახმად, “მანჩესტერი” ბრაზილიელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს გამოყოფს. სხვა დეტელები ჯერჯერობით უცნობია.